ხვალ, 15 მაისს, 15:00 საათზე, სიღნაღის მუზეუმში გაიხსნება ევროპის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა "დასავლეთ ევროპის ფერწერა XVI-XIX საუკუნეები".
გამოფენაზე ექსპონირებულია შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცული XVI_XIX საუკუნეების იტალიის, გერმანიის, ჰოლანდიის, ფლანდრიისა და საფრანგეთის ფერწერულ სკოლათა ნამუშევრები ქრონოლოგიურ-გეოგრაფიული და მხატვრული-სტილური მრავალფეროვნების გათვალისწინებით