ყირიმის ელექტროენერგიით მომარაგების შესახებ კიევის მიერ შეთავაზებულ კონტრაქტს რუსეთის პრეზიდენტი სავარაუდოდ ხელს არ მოაწერს. ამის შესახებ პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. კიევის მოთხოვნით, კონტრაქტში ცალკე პუნქტად უნდა ჩაიწეროს, რომ ყირიმი და სევასტოპოლი უკრაინის განუყოფელი ნაწილია. ამ საკითხთან დაკავშირებუთ რუსულმა მხარემ ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე გამოკითხვაც ჩაატარა და როგორც ირწმუნება, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა კიევის მიერ შეთავაზებული პირობების შესრულების წინააღმდეგია. ამ დროისათვის ყირიმში სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები დიზელის გენერატორებზე მუშაობს.