მცხეთის მუნიციპალიტეტს 20 კომპიუტერი და 2 პრინტერი გადასცეს. ამიერიდან ყველაზე მოთხოვნადი მუნიციპალური სერვისების გაცემა ელექტრონულ ფორმატში მოხდება. იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ შეირჩა 9 საპილოტე მუნიციპალიტეტი და თვითმმართველ ორგანოებს ჯამში 155 კომპიუტერი და 78 პრინტერი გადაცემა.