31 დეკემბერსა და 1 იანვარს ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლება ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარს ჩაკეტავს. დე-ფაქტო პრეზიდენტი თიბილოვი ამას საახალწლო დღესასწაულებით ხსნის აცხადებს, რომ გადაწყვეტილება "საქართველოს ტერიტორიაზე ისლამური სახელმწიფოს მებრძოლთა ყოფნის შესახებ" ინფორმაციას უკავშირდება. რა ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელი რომ, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები ე.წ. საზღვარზე პროვოკაციებს გეგმავენ, განმარტებები არ გაკეთებულა.