საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ყოველკვირეული ფოტორეპორტაჟის რუბრიკაში ხაშური–ახალციხე–ვალეს საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ამსახველ ფოტომასალას გთავაზობთ.
საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური–ახალციხე–ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 2 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დასრულდება.
რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს: გზის სფუძვლის მოწყობას რეციკლირების მეთოდით, ორფენიანი ასფალტ–ბეტონის საფარის დაგებას, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, ბეტონის პარაპეტების, საორიენტაციო ბოძკინტებისა და ლითონის ზღუდარების მოწყობას. ასევე, გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოებს.
სარეაბილიტაციო მონაკვეთზე ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე თვალამრიდი ძელების, წყალგამტარი მილებისა და გზის გვერდულების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნული გზა ერთმანეთთან საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას აკავშირებს. აღნიშნული გზით ხორციელდება საერთაშორისო მიმოსვლა და საზრანზიტო გადაზიდვები და შესაბამისად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგზაო მონაკვეთია. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 1 მილიონ 258.400 ათას ლარია.