თერჯოლის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვნები სამართალამცავებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებენ. როგორც მოზარდები აცხადებენ, სამართალდამცავებმა ისინი ქუჩიდან აიყვანეს და თერჯოლის სამმართველოში გადაიყვანეს. მათივე ინფორმაციით, პოლიციელებმა ისინი განყოფილებაში დილის ხუთ საათამდე გააჩერეს და იმ დანაშაულის აღიარებას ითხივდნენ, რომელიც არ ჩაუდენიათ. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ ახალგაზრდები პოლიციის შენობაში გადასამოწმებლად წაიყვანეს. რაც შეეხება ცემას და სიტყვიერ შეურაცხყოფას, უწყებაში ამ ფაქტს არ ადასტურებენ.