ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვარზე საქართველოს 19 მოქალაქე დააკავეს. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ინფორმაციით, დაკავებულთაგან 8 უკვე გაათავისუფლეს იმის გამო, რომ მათ ე.წ. აფხაზური პასპორტები ჰქონდათ. დარჩენილი 11 დაკავებულიდან 6-ის შემთხვევაში დასტურდება, რომ ისინი ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე ჰყავდათ გადაყვანილი. 3 პირის შესახებ ამ დროისთვის არანაირი ინფორმაცია არ არსებობს.