სოხუმს მორიგი სამუშაო ვიზიტით რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ეწვევა. ვლადისლავ სურკოვი შეხვედრებს დეფაქტო რესპუბლიკის პირველ პირებთან გამართავს. მხარეები ინტეგრაციისა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ. პოლიტიკური კონიუნქტურის ცენტრის დირექტორის, ალექსეი ჩესნაკოვის ინფორმაციით, შეხვედრაზე თურქეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შეზღუდვის საკითხიც განიხილება, რასაც აფხაზური მხარე დიდი ენთუზიაზმით ვერ შეხვდება. სოხუმი თურქეთს რუსეთის შემდეგ მთავარ სავაჭრო პარტნიორად განიხილავს.