სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ლიდერი რუსეთთან მიერთებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს. ამის შესახებ ლეონიდ თიბილოვმა ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთი აუცილებლად უნდა გაერთიანდეს, რაც ოსი ხალხის დიდი ხნის ოცნებაა. რეფერენდუმის ჩატარების თარიღი უცნობია, თუმცა პლებისციტი სავარაუდოდ 2017 წლის დეფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჩატარდება. თიბილოვი პრესკონფერენციაზე კიდევ ერთი ინიციატივით გამოვიდა. მისი თქმით, სამხრეთ ოსეთს სამხრეთ ალანია უნდა ეწოდოს. “არსებობს ჩრდიოლოეთ ალანია და უნდა იარსებოს სამხრეთ ალანიამაც, რაც მსოფლიოსთვის ნათელი გზავნილი იქნება იმისა, რომ არსებობს ორად გაყოფილი ერის პრობლემა,”-აღნიშნა დეფაქტო ლიდერმა.