რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა თელავში, კახეთის რეგიონის თვითმმართველობების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, დასუფთავების სამუშაოების ეფექტურად განხორციელების მიზნით, რეგიონებისთვის ახალი ნაგავმზიდი ავტომანქანებისა და ნარჩენების ურნების შეძენას გეგმავს. აღნიშნულ შეხვედრაზე, სწორედ, ახალი აღჭურვილობის ტექნიკურ მახასიათებლებზე იმსჯელეს. შეხვედრას საკონსულტაციო კომპანიის - შპს „გამა კონსალტინგის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
რეგიონების ახალი ნაგავმზიდი ავტომანქანებითა და ნარჩენების ურნებით აღჭურვის პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოყოფილი სახელმწიფო კრედიტით ფინანსდება.