მემარჯვენე სექტორის ლიდერმა დიმიტრი იაროშმა ორგანიზაცია დატოვა და ახალ პარტიას ქმნის. ამის შესახებ BBC იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი პოლიტიკური გაერთიანების დამფუძნებელი კრება თებერვალში გაიმართება. თუ რომელ პოლიტიკურ ძალებთან გეგმავს თანამშრომლობას იაროში, ჯერჯერობით უცნობია.