მასობრივი ჩხუბი კენტუკიში. ქალაქ სეინტ-მეტიუსის სავაჭრო ცენტრში ახალგაზრდების დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. შეტაკებებში 13-დან 20 წლამდე 2 ათასზე მეტი ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას. ვითარების განმუხტვა პოლიციამ გაჭირვებით შეძლო. ინციდენტი უმსხვერპლოდ დასრულდა.