ჰილარი კლინტონი ვერასდროს იქნება ის პრეზიდენტი, რომელიც შეერთებულ შტატებს სჭირდება. ამის შესახებ პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. მილიარდერის თქმით, მისი კონკურენტი ვერც სიმყარითა და ვერც გამძლეობით ვერ გამოირჩევა. “ჩვენ არ შეგვიძლია თავს უფლება მივცეთ, კიდევ ერთი სუსტი პრეზიდენტი ავირჩიოთ,”-აღნიშნა ტრამპმა.