ისრაელში პალესტინელთა თავდასხმები გრძელდება. იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, ჰავარას დასახლებაში ორი ახალგაზრდა პალესტინელი თავს ებრაელ სამხედროს დაესხა, რის შედეგადაც ჯარისკაცმა სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღო. პოლიციამ თავდამსხმელებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ისინი ადგილზე დაიღუპნენ. ბოლო 3 დღის განმავლობაში ეს ისრაელში ებრაელებზე მომხდარი მე-6 თავდასხმაა.