ინგლისში კი გადაუღებლად წვიმს. ძლიერი წყალდიდობის შედეგად იორკშირის დასავლეთ რაიონები დაიტბორა. პრემიერ ქემერონის განკარგულებით, სამაშველო სამუშაოებში არმიის ქვედანაყოფები ჩაერთო. იორკიდან მათ 400-მდე ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. სტიქიამ დააზარალა მანჩესტერი, ლიდსი და როჩდეილიც. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.