დონეცკში კვლავ სროლის ხმა ისმის. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის, ალექსანდრ მოტუზიანიკის ინფორმაციით, ორმხრივი სროლისას ზაიცევოსა და გორლოვკაში ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, 3 კი დაიჭრა. მისივე თქმით, სეპარატისტებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინულ პოზიციებს ცეცხლი 66-ჯერ გაუხსნეს.