ძლიერი ხანძარია ავსტრალიაში. ვიქტორიას შტატში სტიქიამ 100-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი გაანადგურა. ხანძრის ლოკალიზებას ასობით მეხანძრე ავიაციის დახმარებით ცდილობს. ყველაზე მეტად სტიქიამ უაი რივერი და სეპარეიშნ კრიკი დააზარალა. ბოლო 48 საათის განმავლობაში სტიქიური უბედურების ზონა 1600-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა.