ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების (NDFI) ინსტიტუტის მიერ 2015 წლის ყველაზე ანგარიშვალდებულ და ღია საჯარო დაწესებულებად დასახელდა და ორგანიზაციის დირექტორის მიერ სპეციალური სიგელით დაჯილდოვდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის ედიშერ თოლორაიას განცხადებით, მინიციპალიტეტი შემდგომაც გააგრძელებს საკუთარ საქმიანობას საჯაროობის პრინციპით.
"ჩვენ ვემსახურებით მინუციპალიტეტის ყოველ მოსახლეს და ნამდვილად ანგარიშვალდებულები ვართ პირველ რიგში მათ წინაშე, რადგანაც მათ გამოგვიცხადეს ნდობა. რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტის გამგეობა ანგარიშვალდებული და ღია იქნება ნებისმიერი ორგანიზაციის, დაწესებულებისა თუ დაინტერესებული პირისთვის. მადლობა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის, იმისათვის, რომ მათ დაინახეს ჩვენი საქმიანობა და სათანადოდ დაგვაფასეს", - აცხადებს ედიშერ თოლორაია.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის(IDFI) მიერ განხორციელებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგის შედეგების მიხედვით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ყველაზე ანგარიშვალდებულ და ღია საჯარო დაწესებულებად იქნა აღიარებული.