ბათუმის ბულვარის კონცეფციაზე მსჯელობის მიზნით შეხვედრა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მოქალაქე ჯელალ ქიქავამ ბულვარის განვითარების კონცეფცია შეხვედრის დასაწყისშივე გააპროტესტა და დანაშაულებრივ გარიგებად შეაფასა. მის პროტესტს ქართული ოცნების დეპუტატ დავით ბაციკაძისგან რეპლიკა მოჰყვა, რამაც მათ შორის დაპირისპირება გამოიწვია. ბულვარის განვითარების კონცეფციის განხილვა 3 საათზე მეტხანს გაგრძელდა. საზოგადოების დიდმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა იმ მიზეზით, რომ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში არ მიმდინარეობდა.