ნიდერლანდების პოლიციამ უპრეცედენტო ოპერაცია ჩაატარა. ქალაქ რაამსდონკსვეერში სამართალდამცავებმა ერთი ტონა კოკაინი ამოიღეს. რეიდისას პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა, რომლებიც ნარკოტიკებს ტომრებში ახარისხებდნენ. კოკაინს ისინი ნატურალურ წვენებთან ერთად ინახავდნენ. ნარკოტიკების საერთო ღირებულება 30 მილიონ ევროს აღწევს.