თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზა გაიხსნა. მოძრაობა აღდგენილია და ცენტრალურ მაგისტრალზე გადაერთო. ინტენსიური წვიმების შედეგად მდინარე ჩხარას ადიდების გამო დაზიანდა საგზაო მონაკვეთი და მოძრაობა დაიკეტა. ავტოტრანსპორტის გადაადგილება შემოვლითი გზით ხორციელდებოდა.