საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთდ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, გეგუთის სასახლესთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.
500 მეტრის სიგრძის გზა სრულიად ამორტიზირებული იყო და მასზე გადაადგილება მოსახლეობას საფრთხეს უქმნიდა. რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყობა გზის საფუძველი და დაიგება ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი. სამშენებლო სამუშაოებზე 15 ადამიანია დასაქმებული და მათი ძირითადი ნაწილი ადგილობრივი მკვიდრია.
გეგუთის სასახლემდე მისასვლელ გზაზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 134 ათასი ლარია. სამშენებლო სამუშაოებს შპს „წყალტუბო გზა სერვისი“ ახორციელებს და წლის ბოლომდე დასრულდება.