თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. გზა თერჯოლაში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჩხარამ დაწაიღო. საგზაო დეპარტამენტში ვარაუდობენ რომ, გზას დღეს საღამომდე გამოდარების შემთხვებაში გახსნიან. ამ დროსითვის აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთში მოხვედრა ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზით არის შესაძლებელი.