ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელის სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნების განცხადებით, ცესკომ საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების დიდი ნაწილი გაითვალისწინა.
"საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების დიდი ნაწილი გაითვალისწინა, რაც იმის წინაპირობაა, რომ 30 მაისის არჩევნები, სავარაუდოდ, გამჭვირვალედ ჩატარდება", - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილთან შეხვედრის შემდეგ სემნებმა.
მისი თქმით, ხარატიშვილთან შეხვედრისას ცესკოში მიმდინარე რეფორმებს გაეცნო და იმედი გამოთქვა, რომ ეს რეფორმები მომავალშიც გაგრძელდება.
ხარატიშვილის განცხადებით, სემნები განსაკუთრებით ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებითა და საარჩევნო სიების საკითხებით დაინტერესდა.