ბრიტანეთში პოლიციის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაზე რეგულაციები იცვლება. შესაბამისი განკარგულება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა გამოსცა. პოლიციელებისთვის უფლებამოსილების გაზრდის საკითხი დღის წესრიგში პარიზის ტერაქტების შემდეგ დადგა. როგორც კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, ახალი რეგულაციები სამართალდამცავებს საშუალებას მისცემს, დანაშაულთან ბრძოლაში თავდაჯერებულად იმოქმედონ. ლეიბორისტთა ლიდერების აზრით კი პოლიციისთვის უფლებამოსილების გაზრდა მოსახლეობას სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ უარყოფითად განაწყობს.