შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა სერიოზული ინსტრუმენტია იმისათვის, რომ დონბასი და ყირიმი დავიბრუნოთ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ტელეარხ “ინტერისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. პეტრო პოროშენკოს თქმით, ვიზალიბერალიზაციის პროცესმა უკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს იმის მოტივაცია უნდა მისცეს, რომ აირჩიონ თავისუფლება, დემოკრატია, ინვესტიციები და სხვა უპირატესობები, ან უნდა ისხდნენ ოკუპირებულ ყირიმში უმუშევრად და არსად გასვლის საშუალება არ ეძლეოდეთ,”-აღნისნა პოროშენკომ.