საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრებმა საბერძნეთში მიმდინარე "დევისის თასის" ევრო-აფრიკული მე-3 ზონის შეჯიბრზე მეორე გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ჩოგბურთელებმა ანდორის ნაკრები 2:1 დაამარცხეს. ისლანდიის ნაკრებთან 3:0 გამარჯვების შემდეგ ეს ქართველთა მეორე გამარჯვებაა.
A-ჯგუფს საქართველოს ნაკრებთან ერთად ლუქსემბურგი ლიდერობს, რომელსაც ასევე ორი მოგება აქვს.
13 მაისს საქართველოს ნაკრები სწორედ ლუქსემბურგს დაუპირისპირდება, დასკვნით ტურში, 14 მაისს კი მალტას ეთამაშება.
ტურნირის დებულების თანახმად, ჯგუფიდან ორი საუკეთესო გადის და ერთმანეთს ჯვარედინი სისტემით ნახევარფინალში ეთამაშება, გამარჯვებულები მე-2 ზონის საგზურს მოიპოვებენ.