აფხაზეთის ოპოზიცია ტელევიზიის დირექტორის გადადგომას მოითხოვს. საგანგებო წერილით პარტია „ამცახარამ“ დეფაქტო პარლამენტის სპიკერს, ვალერი ბგანბას მიმართა. წერილის ავტორთა განცხადებით, ტელევიზიის დირექტორის პოსტზე ემა ხოჯავას დანიშვნის შემდეგ სამსახურიდან თანამშრომელთა მასობრივი დათხოვნა დაიწყო, რაც პოლიტიკური მოტივით იყო განპირობებული. როგორც „ამცახარას“ ლიდერები ირწმუნებიან, დათხოვნილ თანამშრომელთა უმრავლესობა სასამართლომ სამსახურში აღადგინა, თუმცა ისინი სამუსაო ადგილებზე ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ.