აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს არჩილ ხაბაძეს ელოდებიან. მთავრობის თავმჯდომარემ გაწეული საქმიანობის თაობაზე ანგარიში უნდა წარადგინოს. ხაბაძეს მოუწევს დეპუტატების კითხვებსაც უპასუხოს. ოპოზიცია უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის თავმჯდომარის მისვლას რამდენიმე თვეა ითხოვს.