საუდის არაბეთის მიერ ანტიტერორისტული კოალიციის შექმნა შეერთებული შტატების უუნარობაზე მეტყველებს. ამის შესახებ რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაქქეინმა განაცხადა. „იმის გამო, რომ შეერთებულმა სტატებმა ლიდერის ფუნქცია დაკარგა, საუდის არაბეთმა და სხვა მუსლიმანურმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს ძალები გააერთიანონ და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სტრატეგია შეიმუშაონ.“-აღნიშნა სენატორმა. საუდის არაბეთის მიერ შექმნილ კოალიციაში 34 ქვეყანა გაერთიანდა.