მიხაილ ხოდორკოვსკი „პარნასის“ წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას არ აპირებს. ამის შესახებ მან გამოცემა РБК სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „ეს არც მათ სჭირდებათ და არც მე. ჩემი გუნდი ნოვოსიბირსკსა და კოსტრომში პარნასის წინასაარჩევნო კამპანიაში მართლაც იღებდა მონაწილეობას, მაგრამ მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით. ამით მათ სერიოზული გამოცდილება მიიღეს, რასაც მომავალში გამოვიყენებთ,“-აღნიშნა დევნილმა ბიზნესმენმა.