საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ნიკოლოზ ქიზიყურაშვილი ბელგიური კომპანია “CMI Balteau”-ს წარმომადგენლებს შეხვდა.
კომპანიის ხელმძღვანელმა სტუმრებს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. მხარეებმა სამომავლო გეგმებსა და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ბელგიიდან დაფინანსების შეღავათიანი პირობების მიღების შესაძლებლობები. ასევე, ისაუბრეს დისტანციური მართვისა და მონიტორინგის საკითხებზე.
თავის მხრივ, ბელგიური კომპანია CMI Bateau-ს საქმიანობის მთავარი მიმართულება სასმელი წყლის და წყალარინების სისტემის გაწმენდითი სამუშაოების დაგეგმარება-განხორციელება და მცირე ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობაა.
კომპანია “CMI Balteau” შეხვედრებს იმ ორგანიზაციებთან მართავს, რომლებიც საქართველოში ჰიდრო სექტორში მოღვაწეობენ და წყლის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ .