ნადეჟდა სავჩენკო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ილია ნოვიკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, განაჩენის გამოტანის შემდეგ სავჩენკო შიმშილობას კიდევ ერთხელ გამოაცხადებს. უკრაინელი მფრინავის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ის განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, ამით იმის ილუზია შეიქმნება, რომ მას რუსული მართლმსაჯულების სამართლიანობის სჯერა. სავჩენკო რუსებმა დონეცკში გასული წლის ზაფხულში დაატყვევეს. მას რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში ადანაშაულებენ.