რუსეთში მზადდება კანონპროექტი, რომელიც შეტყობინებების სისტემების კონტროლის გამკაცრებასა და მესიჯერების მუშაობის რეგულირებას ითვალისწინებს.
რუსული გამოცემა „ვედომოსტის“ ინფორმაციით, კანონპროექტის ავტორები მოითხოვენ, რომ მესინჯერების შემქმნელებმა გააფორმონ ხელშეკრულებები კავშირგაბმულობის ოპერატორებთან და ასევე, საკუთარი საქმიანობის შესახებ აცნობონ „როსკომნადზორს“.
კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მარეგულირებელს უფლება ექნება დაბლოკოს ტრაფიკი კანონის მოთხოვნის შეუსრულებლობამდე. კანონში არის მოთხოვნა მესინჯერების მომხმარებელთა სავალდებულო იდენტიფიცირების შესახებ. კანონპროექტის განხილვა, რომელიც „როსკომნადზორის“ მომზადებულია, ამჯამად სამუშაო ჯგუფებში მიმდინარეობს. რუსეთის სატალეკომუნიკაციო კომპანიებში მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი კრემლის დავალებით მომზადდა.