ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ და ადმინისტრაციული წარმოების სამუშაო ჯგუფმა გადაწყვიტა სამშენებლო კომპანია შ.პ.ს „მაჭარაშვილი &კომპანია 2009“ პირობების შეუსრულებლობისათვის დაჯარიმდეს და ეგრეთ წოდებულ შავ სიაში დარეგისტრირდეს.
შპს. „მაჭარაშვილი & კომპანია 2009“ უნდა განეხორციელებინა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შამგონის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის (75 აღსაზრდელზე) მშენებლობის საპროექტო– სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა.
“მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილების,ა კომპანიამ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რომლის შესრულების ვადა მიმდინარე წლის 20 აგვისტოს დასრულდა”, - განაცხადა ედიშერ თოლორიამ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არსებული კომისიის გადაწყვეთილებით კომპანიას დისკვალიფიკაცია მიენიჭა.