ვენესუელის ლიდერმა მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მისმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნები წააგო. „გაიმარჯვეს ცუდმა ბიჭებმა და როგორც ხდება ხოლმე- ტყუილებისა და თაღლითობის ხარჯზე, მაგრამ ვენესუელელმა მუშებმა და გლეხებმა იციან, რომ ჰყავთ პრეზიდენტი, რომელიც მათ უფლებებს დაიცავს,“-აღნიშნა მადურომ.