ოდესის პოლიციაში სპეცდანიშნულების ახალი რაზმი ჩამოყალიბდა. სწრაფი რეაგირების ტაქტიკური კორპუსის წვრთნას გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილიც დაესწრო. ახალი შენაერთი ამერიკული სვატის ანალოგია და მის ფუნქციაში ტერორიზმთან ბრძოლა, მასობრივი უწესრიგობების აღკვეთა და საგანგებო სიტუაციების მართვა შედის. სპეცრაზმელებს ამერიკელი ინსტრუქტორები წვრთნიან. ანალოგიური საპოლიციო შენაერთების შექმნა უკრაინის სხვა ქალაქებშიც იგეგმება.