საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც ამავდროულად კომისიის თავმჯდომარეა.
უწყების ინფორმაციით, კომისიის წევრებმა, ზამთრის პერიოდში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების გათბობის საკითხი განიხილეს. ასევე, იმსჯელეს ადგილობრივი სტუდენტების დაფინანსების საკითხებზე. გადაწყდა, რომ სტუდენტთა დაფინანსება კვლა გაგრძელდება. კომისიის წევრებმა, მოისმინეს ანგარიში გამყოფი ხაზის მიმდებარი სოფლების გაზიფიკაციის, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების, სასმელი წყლისა და საირიგაციო სისტემების მოწყობის თაობაზე.
სხდომაზე, რომელსაც სხვადასხვა სამთავრობო უწყების ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების შესახებაც იმსჯელეს და მოისმინეს ინფორმაცია საზვღრისპირა სოფლებში დღეს არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით.