დღეს, 13 მაისს, 17:00 საათზე, "პარნასის" პუშკინის ფილიალში (პუშკინის ქ. #10) გაიმართება ოთარ ჭილაძის თხზულებების ათტომეულის პრეზენტაცია.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება პირველი ტომი - "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა". უახლოეს მომავალში გამოიცემა: II ტომი - "ყოველმან ჩემმან მპოვნელმან", III ტომი - "რკინის თეატრი", IV ტომი - "მარტის მამალი", V ტომი - "აველუმი", VI ტომი - "გოდორი", VII ტომი - პოეზია, VIII ტომი - ესეისტიკა, პუბლიცისტიკა, IX ტომი - თარგმანები, X ტომი - დაუმთავრებელი რომანი და გამოუქვეყნებელი ჩანაწერები.
შესაძლებელია ტომეულის ხელმოწერით შეძენა "პარნასის" ქსელის ნებისმიერ ფილიალში. თითო ტომის ფასი 28 ლარია, ხოლო ხელმოწერით შეძენის შემთხვევაში ათტომეულის სრული თანხა შეადგენს 200 ლარს (თითო ტომი 20 ლარი).