ზოტიყელის მთაში ჩარჩენილი 7 ადამიანი საკუთარ სახლებში დააბრუნეს. როგორც სამაშველო სამსახურში ახდებენ, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება. ხულოს მთებში დიდთოვლობის გამო ჩარჩენილი 7 ადამიანის გამოსაყვანად სამაშველო ოპერაცია ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ღორჯომის თემის მცხოვრებლები იალაღებზე ქარით დაზიანებული სახლების შესაკეთებლად 2 ნოემბერს წავიდნენ და უამინდობის გამო უკან დაბრუნება ვერ შეძლეს.