ბაღდადმა ანკარიდან ელჩი გაიწვია. ამის მიზეზაი თურქეთის მიერ ერაყის ტერიტორიაზე სამხედრო ნაწილის შეყვანა გახდა. როგორც ერაყის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ანკარამ 150 სამხედრო მოსამსახურე მოსულში ბაღდადთან შეუთანხმებლად შეიყვანა, რასაც ერაყის ხელისუფლება არამეგობრულ აქტად აფასებს. თურქეთმა ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ბაშიკის რაიონში ჯარები 4 დეკემბერს შეიყვანა.