ქალაქის სხვადასხვა ქუჩებსა და სკვერებში ბათუმის ა(ა)იპ „გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურმა“ მონიტორინგი განახორციელა.
აღმაშენებლის ქუჩაზე შეხვეულ იქნა მცენარეები, ხოლო თამარის დასახლებაში დამუშავდა ხეები და დასუფთავდა მიმდებარე ტერიტორია. მოხდა ქარის შედეგად დაზიანებული მცენარეების ტოტების ნაგავსაყრელზე გატანა. ასევე, დასუფთავდა სანერგის ტერიტორია.