გადაუღებელი წვიმის შედეგად თამარის დასახლებაში წყლის დონემ მოიმატა, რის გამოც, არხი სხვადასხვა სახის ნარჩენებით ამოივსო და შეიზღუდა მისი გამტარუნარიანობა.
როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს“ ბათუმის მერიიდან აცნობეს, მერიის შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ.
,,ამ ეტაპზე, მიმდიანრეობს სანიაღვრე არხის გაწმენდითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები. უახლოეს პერიოდში, თამარის დასახლებაში არსებული ყველა არხი გაიწმინდება და ცენტრალურ სანაღვრე არხს გამტარიანობის კუთხით პრობლემა აღარ შეექმნება. მონიტორინგის მიზნით, შექმნილ ვითარებას ადგილზე ქ. ბათუმის ვიცე მერი ბაგრატ მანველიძე გაეცნო”, - განაცხადეს ბათუმის მერიაში.