ბრიტანეთი სირიაში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საბრძოლველად კიდევ 8 სამხედრო თვითმფრინავს გაგზავნის. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა მაიკლ ფელონმა განაცხადა. მისივე თქმით, ავიაგამანადგურებლები კვიპროსში აკროტირის ავიავაზაზე გაიგზავნება. სირიის საჰაერო ოპერაციებში ჩართვის გადაწყვეტილება ბრიტანეთის პარლამენტმა გვიან ღამით მიიღო, რის შემდეგაც ბრიტანულმა თვითმფრინავებმა ისლამისტთა პოზიციები დაბომბეს. საჰაერო იერიში ისლამისტებზე ტორნადოს ტიპის 4-მა თვითმფრინავმა მიიტანა.