ხორვატიის ქალაქ რიეკაში ჩატარდა მცირე სცენის მე-17 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და დაფინანსებით, ფესტივალზე წარდგენილი იყო დავით დოიაშვილის "მაკბეტი'', რომელიც ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრში დაიდგა.
აღნიშნული სპექტაკლი გახდა პირველი, რომელმაც ფესტივალის არსებობის 17-წლიანი ისტორიის განმავლობაში, მოიპოვა 9 მთავარი პრიზი შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო სპექტაკლი, საუკეთესო რეჟისურა, ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი, საუკეთესო ახალბედა მსახიობი, საუკეთესო სცენოგრაფია, საუკეთესო კოსტიუმები, ორიგინალური მუსიკა, საუკეთესო განათება და მთავარი პრიზი - მაყურებლის სიმპათია და საუკეთესო სპექტაკლად აღიარება.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალის არსებობის ისტორიაში ეს პრიზი უცხო ქვეყნის სპექტაკლმა პირველად მოიპოვა.