შოტლანდიაში გიგანტური დინოზავრები ცხოვრობდნენ. ამ დასკვნამდე ბრიტანელი მეცნიერები მას შემდეგ მივიდნენ, რაც ცნობილმა პალეონთოლოგმა სტივენ ბრიუსატმა კუნძულ სკაის სანაპიროზე დინოზავრების ნაკვალევი აღმოაჩინა. ახალი აღმოჩენა 170 მილიონი წლით თარიღდება. მეცნიერთა ვარაუდით, გიგანტური დინოზავრები 15 მეტრის სიგრძის იყვნენ და სავარაუდოდ 10 ტონას იწონიდნენ.