სოციალურ ქსელ ფეისბუკის შემქმნელი ქველმოქმედებით დაკავდება. მარკ ცუკერბერგის თქმით, კომპანიის აქციების 99 პროცენტს ის საქველმოქმედო საქმიანობას მოახმარს. მისივე განცხადებით, აქციები, რომელსაც ის და მისი ცოლი ფლობენ, სპეციალურ საქველმოქმედო ფონდს ეტაპობრივად გადაეცემა. აქციების საერთო ღირებულება 45 მილიარდ დოლარს შეადგენს. ფონდი მძიმედ დაავადებულ ბავშვებს დაეხმარება.