რუსული სუ 24-ის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობას სირიის მოქმედი ლიდერი თურქეთის პრეზიდენტს აკისრებს.
ბაშარ ასადის თქმით, საჰაერო ოპერაციებში რუსეთის ჩართვის შემდეგ ერდოგანს ნერვებმა უმტყუნა.
მისივე თქმით, ტერორისტები ფულსა და იარაღს თურქეთის გავლით იღებენ, რაშიც აქტიურადაა ჩართული საუდის არაბეთი და ყატარი.
ტერორიზმის დასამარცხებლად კი ამ არხების განადგურებაა საჭირო. სირიის ლიდერის მტკიცებით, საერთაშორისო კოალიციის მიერ წარმოებულმა საჰაერო ოპერაციებმა ისლამური სახელმწიფო კიდევ უფრო გააძლიერა, ოპერაციებში რუსეთის ჩართვით კი ისლამისტები სერიოზულ დანაკარგებს განიცდიან.