"კონსერვატორებისა" და "ლიბერალ-დემოკრატების" მიერ ფორმირებულ, დიდი ბრიტანეთის კოალიციურ მთავრობას სათავეში "კონსერვატორების" ლიდერი დევიდ კემერონი ჩაუდგება. "ლიბერალ-დემორატების" პარტიის ლიდერი ნიკ კლედი კი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრად უილიამ ჰეიგი დაინიშნა, რომელი 1997-2001 წლებში "კონსერვატიული პარტიის" ლიდერი იყო. ქვეყნის ფინანსთა მინისტრის პოსტს ჯორჯ ოზბორნი დაიკავებს, ხოლო თავდაცვის უწყებას ლაინ ფოქსი უხელმძღვანელებს.
დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ გაერთიანებული სამეფოს კოალიციურ მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები უკვე შეაფასა და მოიწონა.
როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ჯორჯ ოზბორნი, რომელიც დევიდ კემერონის ერთ-ერთი ყველაზე ახლო თანამებრძოლია, პირობას დებს, რომ 50 დღის განმავლობაში მიიღებს ახალ ბიუჯეტს "დიდი ბრიტანეთის რეკორდული შიდავალების გათვალისწინებით", ასევე მოახდენს საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას, რაც შესაძლებელებს გახდის, დაახლოებით 6 მლრდ ფუნტი სტერლინგის მობილიზებას.
უნდა აღინიშნოს, რომ დიდი ბრიტანეთის ექს-პრემიერმა გორდონ ბრაუნმა არჩევნებში დამარცხება უკვე აღიარა, რაც "ლეიბორისტების" 13 წლიანი მმართველობის დასასრული გახდა.
ამავე დროს, ბრაუნმა განაცხადა, რომ იგი არ აპირებს დატოვოს პარლამენტი.
"რაც არასდროს არ შეიცვლება ეს არის ის, რომ მე ვარ "ლეიბორისტი" და ყოველთვის "ლეიბორისტად" დავრჩები", - განაცხადა ბრაუნმა.