ჩეჩნეთიდან ისლამური სახელმწიფოს 500-მდე მებრძოლი შეუერთდა. ამის შესახებ რესპუბლიკის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა. მისივე თქმით, 200 მებრძოლი ლიკვიდირებულია. 47 ახალგაზრდა კი, რომლებიც სირიაში მოტყუებით წაიყვანეს, უკან დაბრუნდა, რაც ადგილობრივი სულიერი ლიდერების აქტიური ჩარევით მოხდა.